მოვარდისფრო ბრილიანტი „ვარდის აჩრდილი“, რომელიც რუსული კომპანია „ალროსას“ მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იაკუტიაშია ნაპოვნი, ჟენევაში 26 მილიონ 600 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sotheby's აუქციონი ავრცელებს.
“ვარდის აჩრდილის“ საბაზრო ღირებულება შეფასებული იყო 23-28 მილიონ დოლარად. ოვალური ფორმის ბრილიანტი დამზადებულია ყველაზე მსხვილი ვარდისფერი ალმასისგან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე აღმოუჩენიათ. მას მიხეილ ფოკინის ბალეტის „ვარდის აჩრდილის“ პატივსაცემად ეწოდა ეს სახელი.
„ვარდისფერი ალმასები“ - ეს არის საკმაოდ იშვიათი მოვლენა ბუნებაში. გარდა ამისა, მხოლოდ მათი 1 პროცენტის წონა აღემატება 10 კარატს, დანარჩენები ბევრად პატარებია.