ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ორგანიზაციის - Association of Southeast Asian Nations (ASEAN ) წევრებმა და რეგიონის კიდევ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც მრავალმხრივი რეგიონალური ეკონომიკური პარტნიორობა (Regional Comprehensive Economic Partnership (RCEP) ეწოდა.
როგორც დასავლური მედია წერს, ხელშეკრულებას ხელი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ ტელეხიდით გამართული სამიტის ფარგლებში მოეწერა. აღნიშნული შეთანხმება ქმნის სავაჭრო გაერთიანებას, რომელზეც მოდის მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედი.
როგორც შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს ვაჭრობის ლიბერალიზაციას რეგიონში, „რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ გაძლიერებას“.