ის, ვინც 44 დღის განმავლობაში მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა თურქეთის რესპუბლიკა, ჩემი ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რამდენიმე სხვა მუსლიმური და არამუსლიმური ქვეყნის ლიდერები იყვნენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც დღეს მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, ქალაქ აღდამს ესტუმრა. „ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწიეთ ერთიანობით, მონდომებით, მტკიცე განზრახვითა და სიძლიერით ”, - განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა. ”აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა. ჩვენ აღვადგენთ ქალაქ აღდამს, აღვადგენთ ყველა სოფელს. დღეგრძელობა აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს, ოფიცრებს, აღდამი ჩვენია, ყარაბაღი აზერბაიჯანია,“- განაცხადა ალიევმა.