საქართველოში მიმოქცევაში 6 მილიონ 862 ათას 104 საკრედიტო და სადებეტო ბარათია.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში მიმოქცევაში იყო 513 ათას 78 ერთეული საკრედიტო ბარათი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 20%-ით ნაკლებია. 2019 წლის ოქტომბერში მიმოქცევაში 641 ათას 286 საკრედიტო ბარათი ფიქსირდებოდა.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სადებეტო ბარათების რაოდენობა. 2020 წლის ოქტომბერში მიმოქცევაში იყო 6 მილიონ 349 ათას 26 სადებეტო ბარათი, ეს კი 280 ათას 202 ერთეულით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წელს ოქტომბერში მიმოქცევაში იყო 6 მილიონ 68 ათას 824 სადებეტო ბარათი.