ნიუ-იორკში მიმდინარე ვაჭრობისას კაკაოს მარცვლებზე ფასი ბოლო რვა თვის მაქსიმუმამდე გაძვირდა, აღნიშნული კი გამოიწვია კომპანია Hershey Co-ს უჩვეულო გადაწყვეტილებამ, შეიძინოს კაკაო საფონდო ბირჟებზე და არა უშუალოდ მომწოდებლებისგან.
როგორც წესი, კაკაოს მარცვლების შესყიდვა კერძო შეთანხმებებით ფიზიკურ ბაზრებზე ხდება, Hershey-მა კი შეძენა დაიწყო საფონდო ბირჟაზე და შედეგად უფრო იაფად გამოვიდა. Bloomberg-ის ცნობით, მან ამ გზით მილიონობით დოლარის ეკონომია შეძლო.
ნიუ-იორკის ბირჟებზე მომავალი წლის მარტის კაკაოს ფიუჩერსებზე ფასმა 2,8%-ით მოიმატა და ტონაზე 2 ათას 739 დოლარი შეადგინა - ეს კი მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ, მაქსიმალური მაჩვენებელია.
ამასთან, გასულ კვირას კაკაოზე ფიუჩერსული კონტრაქტები 16%-ით გაიზარდა, რაც 2019 წლის შემდგომ მაქსიმალური ზრდაა.