„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლების ყველა იმ შეთავაზებაზე თქვა უარი, რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას ეხებოდა.
როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა, მიუხედავად საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებისა, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, ხელისუფლებამ ოპოზიციას დეტალების დაზუსტება მაინც შესთავაზა.