ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 44,489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,266,705-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათში, ინდოეთში კორონავირუსით კიდევ 524 პაციენტი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 135,223-ს მიაღწია. ჯამში ქვეყანაშუ 8,7 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. კორონაივრუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდნეობით ინდოეთი აშშ-ის შემდეგ მე-2 ადგილზეა.