არგენტინაში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გარდაცვლილი ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ, შეხლა-შემოხლა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა, რომელიც გულშემატკივრებს უკან დახევისკენ მოუწოდებდა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ათასობით გულშემატკივარი ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად ბუენოს აირესის ქუჩებში რიგში ხუთშაბათს დილიდან იდგა. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაასვენეს საღამოს კი ის კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.