ზაფხულში შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული ხატია დევსურაშვილი ავტოკატასტროფის შედეგად დაზარალებული პორებისთვის და გარდაცვლილთა ახლობლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. როგორც დევსურაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტნიუსში“ აღნიშნა, დაზარალებულმა ოჯახებმა ადვოკატი აიყვანეს და იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ავტოკატასტროფა სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობამ გამოიწვია. ის იმ ადამიანებს, ვისაც ტურის განმახორციელებელ კომპანიასთან Traveler.ge-სთან უარყოფითი გამოცდილება აკავშირებს, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.