პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით, ხოლო მეორე პირი არასრულწლოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ამოღებულ სავარაუდო იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.
ცნობისთვის, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" ფილიალში ინციდენტი მოხდა.
როგორც "პალიტრანიუსს" "ავერსის" პრესსამსახურში განუცხადეს, აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს. მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო "ფისტოლეტით" დაემუქრნენ