ბათუმში, ფიტნეს ცენტრ „რეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ.
როგორც ფიტნეს ცენტრის ადმინისტრაციაში „პალიტრანიუსს" განუცხადეს, ისინი შესაბამისი უწყებებიდან კონკრეტულ განმარტებას ელოდებიან, თუ რატომ უნდა შეწყვიტონ საქმიანობა.
მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარჯიშო მოწყობილობები დალუქეს.
ბათუმში ფიტნეს ცენტრი „რეფორმერი" მთავრობის გადაწყვეტილებისთვის დაუმორჩილებლობის გამო, 10 000 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, ადმინისტრაციამ საქმიანობა არ შეწყვიტა. 29 ნოემბერს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.