ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3759 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 139343 შეადგინა.
ამასთან, ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 3574 ადამიანი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 117560-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1303 გახდა.