გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მომავალი კვირიდან გამოყენების ნებართვა გასცა, - ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„დღეს მთავრობამ მიიღო მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) რეკომენდაცია Pfizer-BioNTech–ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დამტკიცების შესახებ”, - ნათქვამია გაერთიანებულმა სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი მომავალი კვირიდან გახდება. Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90%-ზე მეტს იცავს.
ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.