მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ ბოლოჯერ მორთო. წელს, ისევე როგორც გასული სამი წლის განმავლობაში, ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა მას ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა: აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ამერიკის ამჟამინდელი პირველი ლედი სწორედ შობასთან დაკავშირებული განცხადების გამო სკანდალში გაეხვა. გავრცელდა ჩანაწერი: ამ საშობაო რაღაცებზე ისე მიწევს მუშაობა, რომ არც არავის აინტერესებს დიდად, თუმცა ეს ჩემი მოვალეობაა, გესმის? და როცა ამას ვაკეთებ და ვგეგმავ ყველაფერს, მერე ვიღაცები იტყვიან: "და მშობლებისგან დაშორებულ [ემიგრანტ] ბავშვებზე რაღას იტყვი?" თითქოს ეს წყეული დასვენება მე არ მჭირდება" ისმის მელანიას ხმა ჩანაწერში. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წარმატებები და კარგი დასვენება ვუსურვოთ მას, ის აღარ იქნება მსგავსი საქმით გადაღლილი, დაველოდოთ შემდეგ წელს ამერიკის ახალი პირველი ლედი ჯილ ბაიდენი როგორ გაართმევს თავს საახალწლოდ თეთრი სახლს მორთვას.