მე არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მიქელაძემ პროკურატურაში განუცხადა.
გვიან ღამით დასრულდა გუშინ მალხაზ მიქელაძის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში, დღეს კი მასთან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მის გამოკითხვასთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებს გაივლიან. მისი განმარტებით, საგამოძიებო უწყებას მასთან ყოფილ პრეზიდენტთან, მიხიელ საკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამს.