2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში 12 ათას 664 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 65 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 3 ათას 500 ტონით ანუ 38%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 19 მილიონ 700 ათასი დოლარით ანუ 43%-ით გაიზარდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება. მათ შორის, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში და ა.შ.