ხორბალზე ფასის სტაბილიზაციისთვის რუსეთში საექპორტო გადასახადის გაზრდამ შედეგი უკვე გამოიღო და ერთ ტონა ხორბალზე ფასი 1 ათასი რუბლით შეამცირა. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში საბაზისო პროდუქტებზე ფასის ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფასების ზრდა შიდა ფასების ხელოვნური გაზრდით იყო გამოწვეული.
ამის შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო კომპლექსური ზომები ფასების სტაბილიზაციისთვის: მათ შორის საექსპორტო გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება მზესუმზირაზე, კვოტები ბურღულეულზე და საექსპორტო ხორბალზე. გარდა ამისა ,გაფორმდა ხელშეკრულებები მზესუმზირის ზეთისა და შაქრის ფასების სტაბილზაიციისთვის.