კორპორაციამ Disney გამართა პრეზენტაცია Disney Investor Day 2020, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის შედეგები შეაჯამა და განვითარების სტრატეგია წარმოადგინა.
Disney-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, Disney+-ის ხელმომწერთა რაოდენობამ 86 მილიონ 800 ათასი შეადგინა. სულ კი კომპანიის კუთვნილ პლატფორმებზე, ფიქსირდება 137 მილიონი ხელმომწერი.
კომპანია ცვლის დისტრიბუციის სისტემას. ახალი ფილმებისა და მულტფილმების 80% მყისიერად ონლაინ პლატფორმაზე გავა. პლატფორმაზე ასევე გაჩნდება კონტენტი „მოზრდილთათვის“, რომელშიც მოხვდება კონტენტი რეიტინგით R. მომხმარებლებს ამ კონტენტის მისაღებად პაროლის შეყვანა მოუწევთ.