ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ - Palitra News

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ

2021-01-11 16:03:58+04:00

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდნენ.

მედიის ინფორმაციით, დღესვე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

სომხეთის პრემიერის პრესსპიკერი მანე გევორგიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.