FAO-ს ფასების ინდექსმა 2020-ში, ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2020 წლის წლიურმა, საშუალო ქულამ 97.9 შეადგინა, რომელიც ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული ქულა, 2019 წელის საშუალო მაჩვენებელს 3.1%-ით აღემატება, თუმცა 25%-ით ჩამორჩება 2011 წლის რეკორდულ პიკს.
ცნობისთვის, FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის - რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.