პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც გიორგი გახარია აცხადებს, სახელმწიფო არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები შეიზღუდოს, თუმცა ასევე არავის მისცემს იმის შესაძლებლობასაც, რომ რელიგიურ ნიადაგზე პროვოცირება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.
ამასთან, პრემიერმა შს სამინისტროს მისცა დავალება, რომ „იქ, სადაც იქნება მოსახლეობას შორის დაპირისპირების მცდელობა, უმკაცრესად იმოქმედოს.