გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 113 ინფიცირებული გარდაიცვალა, - ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 000 958 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 44 994-ს შეადგენს.
გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეზღუდვები გამკაცრდა. ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიების დიდი ნაწილი.