აშშ-მა 9 ჩინურ კომპანიას, მათ შორის სმარტფონების მწარმოებელ კომპანია Xiaomi-ს, სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენტაგონში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჩინელი სამხედროები ფლობენ ან აკონტროლებენ. დაწესებული სანქციები მკაცრს შეზღუდვებს, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების აკრძალვას, თვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ ჰონგ-კონგში Xiaomi-ის აქციების ღირებულება 10%-ზე მეტით შემცირდა.