20 იანვრიდან საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური - „ენგურჰესი“ 3 თვით გაჩერდება და მუშაობას მხოლოდ 1-ლი მაისიდან განაახლებს.ამავე პერიოდში, როგორც „ენგურჰესის“ დირექტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 4,5-ჯერ ნაკლები ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს „ვარდნილჰესიც“. საერთო ჯამში კი, ქვეყანას ამ 3 თვის განმავლობაში 400 მილიონ კილოვატ/საათზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება.
უფრო კონკრეტულად, თებერვალი-მარტი-აპრილის პერიოდში „ენგურჰესი“ ყოველთვიურად დაახლოებით 100-დან 150 მილიონ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. თუ „ენგურჰესის“ დანაკლისს 4,5-ჯერ შემცირებულ „ვარდნილჰესის“ მაჩვენებელს მივუმატებთ, გამოვა, რომ 2021 წლის თებერვლიდან-აპრილის ჩათვლით მთლიანად ქვეყანას საშუალოდ 415-418 მილიონ კილოვატ/საათი დააკლდება.
ცნობისათვის, საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია 1-ლი მაისის ჩათვლით მოხდება.