2020 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99 მილიონ 262 ათასი ლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 10-ჯერ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. პანდემიამდე წელს ბანკების წმინდა მოგება 953 მილიონ 635 ათასი ლარი იყო.
კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელი კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მხოლოდ მარტში ბანკები 943 მილიონ 100 ათასი ზარალზე გავიდნენ. მარტის შემდეგ ბანკები ზარალზე არ გასულან.
რაც შეეხება დეკემბერს, წლის ბოლო თვეს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 100 მილიონ 730 ათასი ლარი შეადგინა, რაც 16 მილიონ 249 ათასი ლარით მეტია წინა თვესთან შედარებით და 31 მილიონ 289 ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.