ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858 მილიონ 680 ათასი ლარით ანუ 2.30%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 38 მილიარდ 220 მილიონი ლარი შეადგინა.
სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 676 მილიონ 900 ათასი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 181 მილიონ 770 ლარით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 5 მილიარდ 420 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 13 მილიარდ 200 მილიონი ლარის მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.51%-ით, ანუ 279 მილიონ 750 ათასი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 18 მილიარდ 750 მილიონი ლარი შეადგინა.