მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. მიღწეული შეთანხმებით, ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.
ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნა კი ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობა, შეღავათები ქონებრივ გადასახადზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და "კომენდანტის საათის" გადაწევა იყო.