2020 წელს, საქართველოდან სანელებლების, მათ შორის, დაფნის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა. ქვეყნიდან სულ, 11 მილიონ 34 ათასი ამერიკული დოლარის კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები გავიდა. 2019 წელს ექსპორტმა კი 10 მილიონ 670 ათას დოლარი შეადგინა.
იმ Top-5 ქვეყანას შორის, სადაც „საქსტატის“ ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წელს სანელებლების ექსპორტი განხორციელდა, ლიდერობს რუსეთი - 4 მილიონ 159 ათასი დოლარით; მას მოსდევს ჩინეთი - 3 მილიონ 582 ათასი დოლარის ექსპორტით; მე-3 ადგილზეა ყაზახეთი, სადაც - 327 ათას 700 ამერიკული დოლარის სანელებლებ გავიდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ფილიპინები და სომხეთი იკავებს.
ცნობისთვის, სქართველოდან სანელებლების ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.
2019 წელს 10 მილიონ 670 ათასი დოლარის სანელებლები გავიდა ქვეყნიდან, 2018 წელს - 8 მილიონ 567 ათასი დოლარის, 2017 წელს კი ექსპორტმა - 7 მილიონ 921 ათასი დოლარი შეადგინა.