ამერიკულმა ავიამწარმოებელმა კომპანიამ Boeing-მა, 2020 წლის ანგარიშის მიხედვით 11 მილიარდ 900 მილიონი დოლარით იზარალა, რაც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის დანაკარგებმა მეოთხე კვარტალში 8 მილიარდ 400 მილიონი დოლარი, ხოლო შემოსავლებმა 15 მილიარდი 300 მილიონი დოლარი შეადგინა. 2020 წლის შედეგებით კომპანიამ 58 მილიარდ 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო დაკარგა 11 მილიარდ 900 მილიონი.
Boeing-ის ხელმძღვანელის თქმით, წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სერიოზულ „სოციალურ ძვრებს“, რომლებმაც შეაფერხეს დარგის განვითარება. განცხადებაში ასევე წერია, რომ კომპანია აპირებს ახალი თვითმფრინავების 777X-ის მიწოდებას 2023 წლიდან. მისი პირველი საცდელი ფრენა ვაშინგტონში 2020 წელს ჩატარდა.