ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფანჯარა მალე დაიხურება, კულუარულ პროცესში ვიღაცები „გამოგლიჯო“, დაამუნათო და გაურკვეველ ვითარებაში შეიყვანო პარლამენტში, ეს სწორი ვერ იქნება. საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის შეთანხმებაზე, რომელიც პოლიტიკური პროცესისთვის იქნება მომგებიანი, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი, რომელიც იქნება ოპოზიციის გარეშე, არასრულფასოვანია და ოპოზიციის გარეთ დარჩენით „აგებს პირველ რიგში ხელისუფლება, თუმცა ვერ იგებს ოპოზიციაც“.