მართალია, უამრავი ფილმია შექმნილი მეკობრეების თავგადასავლებზე, რომლებშიც „ზღვის ყაჩაღები“ რომანტიკულ გმირებად უფრო აღიქმებიან, ვიდრე ბოროტმოქმედებად, მაგრამ საუკეთესოდ მაინც კინოეპოპეა „კარიბის ზღვის მეკობრეები“ ითვლება, რომელმაც პროდიუსერების პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, არა მხოლოდ ჯეკი-ბეღურას ქარიზმატული პერსონა აჩუქა სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულებს, არამედ ყველაზე შემოსავლიან პროექტად იქცა მსოფლიო კინოს ისტორიაში.