ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა „ტყის ახალი კოდექსით“ გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების მერებს გააცნო. ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა. ქვეყანაში მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელის დანერგვა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, ე.წ „საქმიანი ეზო“ მოეწყო. ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, მოსახლეობა კი, შეძლებს როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი „საქმიან ეზოში“ წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძინოს.
უწყებაში მიიჩნევენ რომ ცვლილებებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები.