აშშ-მა სირიის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ფორმირებების ობიექტების წინააღმდეგ, ავიაიერიში განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა ეს ნაბიჯი ერაყში ამერიკელი და კოალიციის ჯარისკაცების წინააღმდეგ ბოლო დროს მოწყობილი სარაკეტო თავდასხმების პასუხად გადადგა.
პენტაგონის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად მრავალი ობიექტი განადგურდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლთა ჯგუფები იყენებდნენ.