ერთ წლამდე იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 10,48 პუნქტით გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვარს შინამეურნეობებზე გაცემულ ერთ წლამდე იპოთეკურ სესხებზე საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 22,96% შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც წინა თვეს - 12,48% იყო.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს ვადიანობის მიხედვით, 1-დან 2 წლის ჩათვლით - 2021 წლის იანვარს - 11, 37% , წინა თვეს კი- 11,45% იყო. ასევე საანგარიშო პერიოდში 5-დან 10 წლის - 11,02%, ხოლო დეკემბერში - 10,86% შეადგენდა. რაც შეეხება 10 წელზე მეტი ვადიან იპოთეკური სესხებს მიმდინარე წლის იანვარში 10,85%, ხოლო დეკემბერში - 10,60% იყო.