საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პარლამენტის პიკეტირების პროცესს ეხმაურებიან.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომაის მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია უკიდურესად დესტრუქციულად იქცევა, მაშინ როდესაც სულ რამდენიმე საათით ადრე, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებდა. მდინარაძის თქმით, აქციები მოლაპარაკებების პროცესში კონტრპროდუქტიულია.
ანალოგიური პოზიცია აქვს დეპუტატ ანრი ოხანაშვილსაც. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დღეს გამართული პიკეტირება დიალოგს და დემოკრატიულ პროცესს არ წაადგება.