ინდონეზიაში, სინაბუნგის მთაზე ვულკანი ამოიფრქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, წარმოქმნილმა ფერფლმა 5 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია.
ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური საფრთხის შემცირების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოსახლეობას მოუწოდეს, კრატერს 3 კმ-ზე ახლო მანძილზე არ მიუახლოვდნენ.
ეს სინაბუნგის მთაზე ყველაზე დიდი ვულკანური ამოფრქვევაა გასული წლის აგვისტოს შემდეგ. ი
ნდონეზიაში თითქმის 130 მოქმედი ვულკანია. სინაბუნგი საუკუნეების განმავლობაში ჩამქრალი იყო, მანამ, სანამ ის 2010 წელს ამოიფრქვა.