არჩევნებთან დაკავშირებით იყო გზავნილი, რომ არანაირი კითხვისნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა - დავით ზალკალიანი - Palitra News

არჩევნებთან დაკავშირებით იყო გზავნილი, რომ არანაირი კითხვისნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა - დავით ზალკალიანი

2021-03-24 18:13:05+04:00

არჩევნებთან დაკავშირებით იყო გზავნილი, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური, არანაირი კითხვისნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა გუშინდელი განხილვის დროს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სენატში საქართველოს დემოკრატიულობის საკითხის განხილვისას გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სენატში გაკეთებული განცხადებები აღიქვა ისე, როგორც შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორობას. მისივე თქმით, ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი ორპარტიული მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკის კონგრესში.