ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ კორონავირუსის ახალი ტესტი დაამტკიცა, რომლის საშუალებით კოვიდ-19-ის გამოვლენა 20 წამშია შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ პროდუქტის სადისტრიბუციო კომპანია „ჰაისთეითზე“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჰაისთეითში“ აცხადებენ, რომ ტესტის გამოყენება მიზანშეწონილია აეროპორტებში, სპორტულ და ბიზნეს დაწესებულებებში. მათი განმარტებით, ტესტის დროს პაციენტის ნერწყვის ანალიზი ტარდება და მისი მგრძნობელობა 98.1%-ია.
ტესტი ბრიტანულმა სტარტაპმა „აიაბრამ“ და კომპანია „თითი ელექტრონიკსმა“ შექმნეს. ის უკვე გამოსცადეს „ჰითროუს აეროპორტში.“