პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება,- BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნავალნის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა განაცხადა. მისივე თქმით, ნავალნის, ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოაჩნდა.
ნავალნიმ რამდენიმე დღის წინ სათანადო მკურნალობის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მიმდინარე კვირის დასაწყისში პოლიტიკოსი ქალაქ პოკროვის ციხის სავადმყოფოს სამკურნალო პალატაში რესპირატორული დაავადების სიმპტომებით გადაიყვანეს. მას ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, ნავალნი შიმშილობას აგრძელებს.