მსხვილმა ექსპორტიორებმა რუსული ხორბლის შეძენა შეწყვიტეს. გაზეთი Коммерсантъ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში ზოგიერთმა მსხვილმა ექსპორტიორმა ხორბლის შესყიდვა შეაჩერა.
ბაზრიდან გავიდნენ ისეთი ექსპორტიორები, როგორიცაა Louis Dreyfus, KZP, Bunge და Sierentz Global Merchants. გაზეთის მეორე წყაროს ცნობით, ბაზრიდან გადის, აგრეთვე, კომპანია Cargill და Gemcorp.
კომპანიებში კომენტარს, ჯერ-ჯერობით, არავინ აკეთებს, მაგრამ გაზეთის ცნობით, მთავარი მიზეზი ისაა, რომ კომპანიები მარცვლეულის ექსპორტის გადასახადთან დაკავშირებული რისკებისგან თავს იკავებენ. ამჟამად ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 59 დოლარს შეადგენს, რაც კომპანიებისთვის საკმაოდ მაღალია.
ხორბლის შესყიდვას მხოლოდ მარცვლეულის გაერთიანებული კომპანია (ОЗК) და ბაზრის ზოგიერთი მოთამაშე განაგრძობს, რომლებsაც ხელშეკრულებები მაღალ ფასებზე აქვთ გაფორმებული.