უკრაინის მარცვლეულის ასოციაცია შეშფოთებულია გავრცელებული ხმების გამო, რომ მთავრობის ზოგიერთ წევრს მზესუზირისა და ზეთის ექსპორტის შეზღუდვა კვოტების შემოღების დაწესებით სურს.
პირველად ზეთის ექსპორტზე კვოტების დაწესების შესახებ ინფორმაცია კომპანია Maxigrain-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა თავის facebook-ის გვერდზე გაავრცელა. ის წერს, რომ 1-ლი მაისიდან წლის ბოლომდე უკრაინული მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე შესაძლოა, კვოტები დაწესდეს, რის შედეგადაც ქვეყანა 3 მილიარდ დოლარს დაკარგავს.
2020 წლის 28 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ნულოვანი კვოტა უნდა დაწესებულიყო. დიდი რეზონანსის შემდეგ, მთავრობაში შეიმუშავეს ახალი კანონპრექტი ზეთის ექსპორტის რეგულირების შესახებ. მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ ახალ კანონპროექტში კვოტის ოდენობა დადგენილი არ არის. შემუშავებული ცვლილებების თანახმად, ეკონომიკის სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ინფორმაციას მზესუმზირის ზეთის ექსპორტის ლიცენზიებზე განაცხადების რეგისტრაციის დაწყების შესახებ.
გარეეკონომიკური საქმიანობის სუბიექტმა ექსპორტის ლიცენზიაზე განაცხადი 15 კალენდარულ დღეში უნდა წარადგინოს.