"ლელო-საქართველოსთვის" მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად იზიარებს. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტში არის გარკვეული საკითხები, რაც უნდა დაზუსტდეს.
ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ.