მეტროს სადგურები ძირითადად უსიამოვნო სუნთან, ცარიელ ბეტონის კედლებთან, ხმაურთან, ნაგავთან და მსგავს არასასიამოვნო საგნებთან ასოცირდება. თუმცა, ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ეპოქაში, სადაც ადამიანს შეუძლია არაფრისგან ყველაფერი შექმნას და ის ხელოვნების ნიმუშადაც კი აქციოს.
დღევნდელ რუბრიკაში „ტოპ“ გვინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ის ულამაზესი მეტროს სადგურები, რომლიდან ამოსვლაც ნამდვილად აღარ მოგინდებათ. ისინი ძველ თუ თანამედროვე მუზეუმებს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე სატრანსპორტო საშუალებისთვს განკუთვნილ ადგილს.