ადამიანები, ვისაც უფიქსირდებათ ინდოეთში მოგზაურობა, მათ 14 - დღიანი კარანტინი ექნებათ, ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება. მთავარია ეს განხორციელდეს და ხვრელები არ იყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.