"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება. როგორც იგი განმარტავს, ნიკა მელიას თანხმობა გირაოსთან დაკავშირებით, დღის წესრიგშიც არ დგას.
ადვოკატის თქმითვე, ხელისუფლებას მელიას პატიმრობაში ყოფნა პრობლემას უქმნის, თუმცა, მისი თავისუფლებაში ყოფნა უფრო პრობლემური იქნება, როგორც ადვოკატი აღნიშნავს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მელიას პატიმრობა გაახანგრძლივონ და საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ნიკა ემლია პატიმრობას იმსახურებს.