სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87 პროცენტით განისაზღვრა.
იმ პროდუქტების ათეულში, რომელზეც ფასები ყველაზე მეტად არის გაზრდილი, ლიდერობს მზესუმზირის ზეთი - 76,64%-იანი გაძვირებით; მას მოსდევს თერმომეტრი - ფასის 68,35%-იანი მატებით; მე-3 ადგილზეა ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი, რომელიც 38,51%-ით არის გაძვირებული; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი კაცის საშინაო ფეხსაცმელი და წიწიბურა იკავებენ, რომელთა ფასიც წლიურად 34,64%-ითა და 32,22%-ით არის გაზრდილი.
გაძვირებული პროდუქტების ათეულში მოხვდა ასევე: ლურსმანი, სტომატოლოგის მომსახურება კერძოდ, კბილის ამოღება; ქალის საშინაო ფეხსაცმელი, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები და ქალის ზამთრის ფეხსაცმელი.