„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აკაკი მინაშვილს ურჩევს, „წვრილმანი ჟულიკები“ და „ხულიგნები“ თავის პარტიაში მოიკითხოს. მისივე თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მეტს აკეთებენ ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. შეგახსენებთ აკაკი მინაშვილმა „პოლიტიკური ჟულიკობა“ უწოდა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დანიელსონის დოკუმენტში ამნისტიასთან დაკავშირებულ ჩანაწერს მთელი “ნაცმოძრაობა” ეთანხმებოდა და ამაზე საჯაროდ ერთხელაც არ გამოუთქვამთ წინააღმდეგობა“.