დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება.
როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, საქართველო ამ საკითხის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ განხილვას დაელოდება. მისივე განცხადებით, ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარ-დეპარტამენტი იმუშავებს, შესაძლოა, ასეთი ჯგუფები შედგეს და მოხდეს ორგანიზებულად აცრა, როგორც ეს სხვა ჯგუფების შემთხვევაში გაკეთდა.