არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა გამართა.
სავარაუდოდ, შეხვედრის თემა პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში განხორცილებული ცვლილებებია, რომლის თაობაზეც ოპოზიციური პარტიები ვეტოს გამოყენებას ითხოვენ.
გასულ კვირას პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი მიიღო. პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო.