პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულება, რაც მას პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჰქონდა, საკუთარ თავს არ განიხილავს „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულად და დაიწყო აქტიური მოქმედებები, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციური ლიდერი.ამასთანავე, როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, შეხვედრების ციკლი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა პრეზიდენტთან იმართება, დიდი ალბათობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხს უკავშირდება.